ეგვიპტის პრეზიდენტი აცხადებს, რომ კაირო მხარს უჭერს ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისკენ არის მიმართული
ეგვიპტის პრეზიდენტი აცხადებს, რომ კაირო მხარს უჭერს ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისკენ არის მიმართული

ეგვიპტის პრეზიდენტის თქმით, კაირო მხარს უჭერს ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც მიმართულია სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისკენ. ამის შესახებ აბდელ-ფათაჰ ალ-სისიმ სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ომისა და ნგრევის ნაცვლად, აუცილებელია რეგიონში მშვიდობის დამყარება. ასევე, ამ მოლაპარაკებების დროს დავადასტურეთ ეგვიპტის მხარადაჭერა ნებისმიერი ინიციატივისა, რომელიც მიმართულია ყოვლისმომცველი და სამართლიანი მშვიდობის დამყარებისკენ. ეს გახსნის განვითარების და ზრდის ახალ ეტაპს, რომელიც რეგიონის ხალხთა ინტერესებს მოემსახურება“, – განაცხადა ეგვიპტის პრეზიდენტმა.

როგორც სომხური მედია წერს, სომხეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ეგვიპტის ლიდერმა ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების განმტკიცებასა და ორმხირივი ინვესტიციების გაზრდის აუცილებლობაზე.