ეგვიპტის პარლამენტმა ქვეყნის ახალი მთავრობას ნდობა გამოუცხადა და მათ პროგრამას მხარი დაუჭირა.
დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრ მუსტაფა მადბულის ანგარიშს მოუსმინეს და პროგრამით გათვალისწინებული ვადების დაცვის რეკომენდაცია მისცეს.
ეგვიპტეში ახალი მთავრობა ივნისში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდა, სადაც გამარჯვება, მოქმედმა პრეზიდენტმა აბდელ ფათაჰ ას-სისიმ მოიპოვა. ამჟამად ქვეყანაში მასშტაბური ეკონომიკური რეფორმები მიმდინარეობს.