ეგვიპტეში ტერაქტს სულ მცირე, ორი ადამიანი ემსხვერპლა
ეგვიპტეში ტერაქტს სულ მცირე, ორი ადამიანი ემსხვერპლა

ეგვიპტის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე, ქალაქ ალექსანდრიაში ტერორისტული აქტი განხორციელდა.

დანაღმული მანქანა ქალაქის ცენტრში აფეთქდა. ტერაქტს სულ მცირე ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ოთხი სამართალდამცველი დაჭრილია.

აფეთქება პოლიციის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ეგვიპტის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ტერორისტების სამიზნე სწორედ პოლიციელები იყვნენ.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.