ეგვიპტეში ტერაქტის შემსრულებლებს ხელში „ისლამური სახელმწიფოს“ დროშები ეჭირათ
ეგვიპტეში ტერაქტის შემსრულებლებს ხელში „ისლამური სახელმწიფოს“ დროშები ეჭირათ

ეგვიპტეში მოწყობილ ტერაქტის შემსრულებლებს ხელში „ისლამური სახელმწიფოს“ დროშები ეჭირათ. ინფორმაცია ეგვიპტის პროკურატურამ გაავრცელა. 24 ნოემბერს სინაის ნახევარკუნძულზე მდებარე მეჩეთზე თავდასხმის დროს 305 ადამიანი დაიღუპა. ჯერ მომხდარზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

თუმცა, ტელეკომპანია “ალ არაბიას” ცნობით, „ისლამურ სახელმწიფოსთან” დაკავშირებული დაჯგუფება აღნიშნული მეჩეთის აფეთქებით ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იმუქრებოდა.

მომხდარზე საპასუხოდ ეგვიპტის არმიამ სინაის ნახევარკუნძულზე მოქმედ ექსტრემისტების წინააღმდეგ სპეცოპერაცია წამოიწყო.