ეგვიპტეში საპროტესტო აქციის დროს პოლიციამ ცრემლსადენი აირი გამოიყენა
ეგვიპტეში გამართული საპროტესტო აქციის დროს პოლიციამ ცრემლსადენი აირი გამოიყენა. ასობით ეგვიპტელი ტაჰრირის მოედანზე პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ალ სისის გადადგომას ითხოვდა. კაიროს გარდა, დემონსტრაციები ეგვიპტის სხვადასხვა ქალაქშიც გაიმართა.
აქციის მონაწილეები ეგვიპტის ლიდერს კორუფციაში ადანაშაულებენ. პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა. დააკავეს სულ მცირე, ხუთი აქტივისტი.
საპროტესტო ტალღა ეგვიპტეში მას შემდეგ აგორდა, რაც ეგვიპტელმა ბიზნესმენმა და მსახიობმა მოჰამედ ალიმ სოციალური ქსელით გაავრცელა ვიდეო, სადაც აღნიშნულია, რომ „ქვეყნის პრეზიდენტი მილიონებს ხარჯავს ფეშენებელურ სასტუმროებში მაშინ, როდესაც მილიონობით მოქალაქე სიღარიბეში ცხოვრობს“.
აბდელ ფატაჰ ალ სისი 2013 წელს სამხედრო გადატრიალების შემდეგ ჩაუდგა ეგვიპტეს სათავეში. 2018 წელს მან საპრეზიდენტო არჩევნებში მოქალაქეთა ხმების 97 პროცენტი მიიღო.