ეგვიპტეში კორონავირუსის მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა. დაინფიცირებული ეგვიპტის მოქალაქეა, 44 წლის მამაკაცი, რომელიც ქვეყანაში სერბეთიდან, საფრანგეთის გავლით დაბრუნდა. ინფორმაციას „სიენენი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კორონავირუსით ეგვიპტის მოქალაქე დაინფიცირდა. წინა ორ შემთხვევაში დაინფიცირებულები სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაინფიცირებული კარანტინშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა სტაბილურია.