ეგვიპტეში კოპტურ ეკლესიას თავს დაესხნენ. დაჭრილია რამდენიმე ადამიანი. ინციდენტი ქალაქ აფტიხში მოხდა, რომელიც კაიროს სამხრეთით, 100 კილომეტრში მდებარეობს.
“ფრანს პრესის” ცნობით, განრისხებული მოქალაქეები, რომლებიც ეკლესიაში შეიჭრნენ, მის დახურვას და დანგრევას მოითხოვდნენ. რამდენიმე დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
კოპტური ეკლესიის მეთაურმა მომხდარი ფაქტი რელიგიებს შორის შუღლის გაღვივებად შეაფასა. ეგვიპტეში ქრისტიანი კოპტები მოსახლეობის 10 პროცენტს შეადგენენ.