ეგვიპტეში კოპტ ქრისტიანებზე შეიარაღებულ თავდასხმას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა
ეგვიპტეში კოპტ ქრისტიანების ავტობუსზე განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს. ასევე, მედიასაშუალების ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაიჭრა.
ქრისტიანი მომლოცველები ქალაქ მინიაში, წმ. სამუელ აღმსარებლის კოპტურ ეკლესიაში მიემგზავრებოდნენ. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ სამხედრო დაჯგუფებას არ აუღია.
კოპტ ქრისტიანებზე ანალოგიური თავდასხმა 2017 წელსაც მოხდა. ფატალურ ინციდენტს მაშინ 28 ადამიანი ემსხვერპლა, 22 კი დაიჭრა.