ეგვიპტეში, ელ-მინიასთან სატვირთო ავტომობილისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 23 და დაშავდა 30 ადამიანი
ეგვიპტეში, ქალაქ ელ-მინიასთან სატვირთო ავტომობილისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად სულ მცირე 23 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა.
ამის შესახებ „როიტერი“ იტყობინება.
არსებული ცნობებით, დაშავებულები დედაქალაქ კაიროს სამხრეთით მდებარე ქალაქ მალავში გადაიყვანეს.
ავტობუსი, რომელიც კაიროსკენ მიემართებოდა, შეეჯახა გზისპირზე გაჩერებულ სატვირთო მანქანას.