მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთმა ფავორიტმა ბელგიის ნაკრებმა მოსამზადებელ ციკლში ბოლო ამხანაგური მატჩი ჩაატარა. რობერტო მარტინესის შეგირდებმა ბრიუსელში ძალიან იოლად დაამარცხეს ეგვიპტის ნაკრები, რომელიც ტრავმირებული მოჰამედ სალაჰის გარეშე თამაშობდა.
ბელგიელებმა პირველ ტაიმში ორი გოლი გაიტანეს: თავის გამოიჩინეს რომელუ ლუკაკუმ და ედენ აზარმა. კიდევ ერთი გოლი მსაჯის მიერკომპენსირებულ დროში მარუან ფელაინიმ გაიტანა და ბელგიამ 3:0 მოიგო.
ბელგიელებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს: კურტუა, ვერტონგენი (ბოიატა, 81), ალდერვეირელდი, სიმანი, მონიე (ტ. აზარი, 70), ვიტცელი (ფელაინი, 46), დე ბრუინი, მერტენსი (შადლი, 45), ე. აზარი (იანუზაი, 46), კარასკო, ლუკაკუ (ბატშუაი, 46).