ეგვიპტემ ხმელთაშუა ზღვაზე სტრატეგიული დანიშნულების საზღვაო ბაზა გახსნა
ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფათა ალ-სისიმ შაბათს, 3 ივლისს, ხმელთაშუა ზღვაზე სტრატეგიული დანიშნულების ახალი საზღვაო ბაზა გახსნა.
„ეს არის ეგვიპტის უახლესი სამხედრო ბაზა ხმელთაშუა ზღვისპირეთში და ის ორიენტრირებული იქნება ქვეყნის ჩრდილოეთ და დასავლეთ ფრონტის დაცვაზე“, – ნათქვამია ეგვიპტის პრეზიდენტის პრესმდივნის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საზღვაო ბაზის გახსნის ცერემონიალს არაბთა გაერთიანებული სამეფოს მემკვიდრე პრინცი მოჰამედ ბინ-ზაიედი და ლიბიის საპრეზიდენტო საბჭოს პრეზიდენტი მოჰამედ ალ-მენფი დაესწრნენ.
ალექსანდრიის დასავლეთით, 255 კილომეტრში მდებარე ბაზა ლიბიის საზღვრის სიახლოვესაა. იქ, სადაც, ეგვიპტური მხარე ისლამისტი მებრძოლებისა და დაქირავებულების საფრთხეს ხედავს. ამ ბაზას „3 ივლისი“ უწოდეს იმ დღესთან დაკავშირებით, როდესაც 8 წლის წინ, ქვეყნის შეირაღებული ძალების მხარდაჭერით მომხდარი გადატრიალებისას იმდროინდელი ისლამისტი პრეზიდენტი მოჰამედ მორსი ჩამოაცილეს ხელისუფლებას.
ეგვიპტეს სამი სხვა საზღვაო ბაზა აქვს ხმელთაშუა ზღვისპირეთში და კიდევ ერთ წითელ ზღვაზე.