ეგვიპტე, ერაყი და იორდანია აცხადებენ, რომ ისრაელი რეგიონს ყოვლისმომცველი ომისკენ უბიძგებს
ეგვიპტის, ერაყისა და იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრები იშვიათ ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ და გმობენ ისრაელის „აგრესიას“ ლიბანის წინააღმდეგ.
საგარეო საქმეთა მინისტრები აღნიშნავენ, რომ რეგიონში მიმდინარე საშიში ესკალაციის შეჩერება დაიწყება ღაზის სექტორში ისრაელის აგრესიის შეჩერებით.
ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ ლიბანის სამხრეთ რაიონებში „ჰეზბოლას“ პოზიციების და სამხედრო ცენტრების დაბომბვის მიზანი ისრაელის ჩრდილოეთიდან ევაკუირებული 60 000 ადამიანის სახლებში დაბრუნებაა. მათ ტერიტორია მას შემდეგ დატოვეს, რაც „ჰეზბოლამ“ გასულ წელს ისრაელის დასახლებული პუნქტების დაბომბვა დაიწყო.