ევროკავშირში რუსეთის ელჩი მაკედონიას ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას ურჩევს
ევროკავშირში რუსეთის ელჩი მაკედონიას ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას ურჩევს

ევროკავშირში რუსეთის ელჩი ვლადიმირ ჩიჟოვი მაკედონიას ევროკავშირისა დ ნატო-ს ნაცვლად, ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას სთავაზობს. ინფორმაციას ამის შესახებ მაკედონიური მედია ავრცელებს.

რუსი დიპლომატის თქმით, მაკედონიისთვის უმჯობესია გახდეს ევრაზიული კავშირის წევრი, რომელიც უფრო ჰუმანური და დემოკრატიული ორგანიზაციაა. მისივე განცხადებით, ნატო არის გასული საუკუნის მცდარი კონცეპტი, რომელმაც ტრანსფორმირება ვერ მოასწრო.

სკოპიესა და ათენს შორის მაკედონიის სახელწოდების ცვლილების შესახებ შეთანხმებაზე საუბრისას, ჩიჟოვმა აღნიშნა, რომ შეცდომებს შედეგები მოჰყვება.