ედვარდ ლუკასი - საქართველოს ამოცანაა, გააგრძელოს ნატო-სა და ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება
ედვარდ ლუკასი - საქართველოს ამოცანაა, გააგრძელოს ნატო-სა და ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება

საქართველოს ამოცანაა, გააგრძელოს ნატო-სა და ევროკავშირის საჭირო სტანდარტებთან დაახლოება და ამ შემთხვევაში გაფართოების საკითხი უფრო მეტად დადგება დღის წესრიგში, – ამის შესახებ ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის ვიცე-პრეზიდენტმა, ედვარდ ლკასმა საქართველოს პირველ არხთან საუბარში განაცხადა.

„საქართველოსთან დაკავშირებით დიდი ოპტიმიზმი გამაჩნია. საქართველოში რეგულარულად დავდივარ და მწამს ქართველი ხალხის. ვფიქრობ, თქვენი ამოცანაა, გააგრძელოთ ნატო-სა და ევროკავშირის საჭირო სტანდარტებთან დაახლოება და ამ შემთხვევაში გაფართოების საკითხი უფრო მეტად დადგება დღის წესრიგში.

საქართველოში ხშირად მესმის კითხვა – „რატომ ველოდებით?” ჩემი კითხვაა – „რას აკეთებთ, ვიდრე ელოდებით?” ვფიქრობ, გჭირდებათ სამართლებრივ, სოციალურ და ეკონომიკური ზრდის ნაწილზე ორიენტირება, მათ შორის სასიცოცხლო სტანდარტების ამაღლება პატარა ქალაქებსა და სოფლებში, ასევე – განათლება, განათლება და განათლება”, – განაცხადა ედვარდ ლუკასმა.

ანალიტიკოსის თქმით, საქართველომ დემოგრაფიაზეც უნდა იზრუნოს.