ედგარს რინკევიჩსი - ველოდებით ევროკომისიის შეფასებას, ვემხრობით უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ასევე ვუჭერთ მხარს საქართველოსა და მოლდოვას
ედგარს რინკევიჩსი - ველოდებით ევროკომისიის შეფასებას, ვემხრობით უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ასევე ვუჭერთ მხარს საქართველოსა და მოლდოვას

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრ ედგარს რინკევიჩსის განცხადებით, ლატვია ემხრობა უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ასევე მხარს უჭერს საქართველოსა და მოლდოვას.

თუმცა, როგორც ედგარს რინკევიჩსმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საუბრისას საქართველოს პირველ არხს განუცხადა, რომ ევროკომისიის შეფასებას ელოდება.

„ჩვენ ველოდებით კომისიის შეფასებას. როგორც იცით, ძალიან ვემხრობით უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ასევე ძალიან ვუჭერთ მხარს საქართველოსა და მოლდოვას. ჩემი პასუხი ასეთია – მინდა ევროკომისიის შეფასების ნახვა“, – აღნიშნა ედგარს რინკევიჩსმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილი 10 მაისს გადასცა.