ედგარს რინკევიჩსი - უმკაცრესი ფორმით ვგმობთ რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან, ისევე როგორც საქართველოდან და მოლდოვიდან
ედგარს რინკევიჩსი - უმკაცრესი ფორმით ვგმობთ რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან, ისევე როგორც საქართველოდან და მოლდოვიდან

ჩვენ უმკაცრესი ფორმით ვგმობთ რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. ასეთი საქციელი ნორმა ვერ გახდება. რუსეთი უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო ვალდებულებებს და გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან, ისევე როგორც საქართველოდან და მოლდოვიდან, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა განაცხადა.

როგორც ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა რეიკიავიკის სამიტზე განაცხადა, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა უზრუნველყოს ყოვლისმომცველი პასუხისმგებლობის დაკისრება.

„ეს გულისხმობს პასუხისმგებლობის დაკისრებას რუსეთისთვის, როგორც საერთაშორისო ნორმების დამრღვევისთვის. ეს ნიშნავს ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას ყველაზე სერიოზული დანაშაულებისთვის, რომელიც საერთაშორისო შეშფოთების მიზეზია“, – განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.