ედგარს რინკევიჩსი - საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებ, პატივი სცენ მშვიდობიანი შეკრებისა და პროტესტის უფლებას
საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი შეუსაბამოა ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებთან, – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩსმა განაცხადა.
„ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრების თბილისში ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა გულწრფელი დისკუსიისთვის. ამავდროულად, საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებ, პატივი სცენ მშვიდობიანი შეკრებისა და პროტესტის უფლებას“, – წერს ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსმა.
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო.