ედგარს რინკევიჩსი - მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილს სათანადო სამედიცინო დახმარება გაუწიოს
ედგარს რინკევიჩსი - მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილს სათანადო სამედიცინო დახმარება გაუწიოს

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილს სათანადო სამედიცინო დახმარება გაუწიოს, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა განაცხადა.

„შეშფოთებული ვარ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილს სათანადო სამედიცინო დახმარება გაუწიოს და თავიდან აირიდოს მისი მდგომარეობის გაუარესება“, – განაცხადა ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

სასამართლომ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.