ედგარს რინკევიჩსი - არასასურველი რუსული სამხედრო წარმომადგენლობა საქართველოში ამ დრომდე იმყოფება, ეს არ უნდა დავივიწყოთ
ედგარს რინკევიჩსი - არასასურველი რუსული სამხედრო წარმომადგენლობა საქართველოში ამ დრომდე იმყოფება, ეს არ უნდა დავივიწყოთ

არ უნდა დავივიწყოთ, რომ არასასურველი რუსული სამხედრო წარმომადგენლობა საქართველოში ამ დრომდე იმყოფება, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა მიკრობლოგ „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა.

„25 წლის წინ რუსმა სამხედრო მოსამსახურეებმა ლატვია დატოვეს. ჩვენ ყველა ლატვიელი დიპლომატის, მეგობრებისა და მოკავშირეების, საერთაშორისო ორგანიზაციების მადლობელი ვართ, რომლებმაც ამისთვის ბევრი იშრომეს. არასასურველი რუსული სამხედრო წარმომადგენლობა უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში ამ დრომდე იმყოფება. ეს არ უნდა დავივიწყოთ“, – განაცხადა ედგარს რინკევიჩსმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე.