ედგარს რინკევიჩი - ვლადიმერ პუტინი მეორე მსოფლიო ომის დაწყების საკუთარ ინტერპრეტაციას გვთავაზობს
ედგარს რინკევიჩი - ვლადიმერ პუტინი მეორე მსოფლიო ომის დაწყების საკუთარ ინტერპრეტაციას გვთავაზობს

პრეზიდენტი პუტინი მეორე მსოფლიო ომის დაწყების საკუთარ ინტერპრეტაციას გვთავაზობს, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩი მიკრობლოგ „ტვიტერზე“ წერს.

„ლატვიისთვის ნათელია, რომ ომი მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტმა განაპირობა და სტალინის სსრკ-ს მიერ ბალტიის ქვეყნების ოკუპაცია მათი ნების საწინააღმდეგოდ, საერთაშორისო სამართლის დარღვევით მოხდა. ეს არის ფაქტები“, – განაცხადა ედგარს რინკევიჩმა.

ამ განცხადებით რინკევიჩი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სტატიას გამოეხმაურა, სადაც რუსეთის პრეზიდენტი წერს, რომ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი თავდაცვისთვის აუცილებელ ზომას წარმოადგენდა. პუტინის თქმით, სსრკ-მ პაქტს ხელი იმისთვის მოაწერა, რომ დრო მოეგო ქვეყნის თავდაცვითი ძალების გასაძლიერებლად.