ედენ აზარი პრემიერლიგაში თვის მოთამაშე გახდა
ედენ აზარი პრემიერლიგაში თვის მოთამაშე გახდა

„ჩელსის“ ნახევარმცველი ედენ აზარი ინგლისის პრემიერლიგაში სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

ბელგიელმა ფეხბურთელმა ოთხ მატჩში ხუთი გოლი გაიტანა, რასაც ერთი შედეგიანი პასიც დაუმატა. „ჩელსიმ“ ამ ოთხ თამაშში ორჯერ მოიგო და ორჯერ ფრედ ითამაშა.

პრემიერლიგაში სექტემბერის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს 44 წლის ნუნუ სანტუ, რომლის „ვულვერჰემპტონმა“ სამი მატჩი მოიგო „მშრალი“ ანგარიშით და ერთხელ ფრედ ითამაშა – „მანჩესტერ იუნაიტედთან“ „ოლდ ტრაფორდზე“.