ედენ აზარი კარიერის დასრულების შესახებ – არ მომწონდა ვარჯიშები, ეს მარტივი გადაწყვეტილება იყო #1TVSPORT
MADRID, SPAIN – APRIL 22: Eden Hazard of Real Madrid looks on during the spanish league, La Liga Santander, football match played between Real Madrid and RC Celta de Vigo at Santiago Bernabeu stadium on April 22, 2023, in Madrid, Spain. (Photo By Oscar J. Barroso/Europa Press via Getty Images)
„ჩელსისა“ და „რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ედენ აზარმა უპასუხა შეკითხვას, რატომ გადაწყვიტა პროფესიული კარიერის დასრულება.
„მე ყოველთვის ვამბობდი, რომ დავასრულებ თამაშს, როგორც კი ვეღარ მივიღებ სიამოვნებას ფეხბურთისგან. არ მინდოდა იქ გადასვლა, სადაც მხოლოდ ფულის გამო ვითამაშებდი. არ მომწონდა ვარჯიშები და მინდორზე აღარ გავდიოდი. ეს მარტივი გადაწყვეტილება იყო“, – განაცხადა აზარმა გამოცემა L’avenir-თან კომენტარში.
შეგახსენებთ, რომ ბელგიელმა ნახევარმცველმა 10 ოქტომბერს ოფიციალურად გამოაცხადა საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ.