ედენ აზარი კარიერის დასრულების შესახებ - არ მომწონდა ვარჯიშები, ეს მარტივი გადაწყვეტილება იყო #1TVSPORT
„ჩელსისა“ და „რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ედენ აზარმა უპასუხა შეკითხვას, რატომ გადაწყვიტა პროფესიული კარიერის დასრულება.
„მე ყოველთვის ვამბობდი, რომ დავასრულებ თამაშს, როგორც კი ვეღარ მივიღებ სიამოვნებას ფეხბურთისგან. არ მინდოდა იქ გადასვლა, სადაც მხოლოდ ფულის გამო ვითამაშებდი. არ მომწონდა ვარჯიშები და მინდორზე აღარ გავდიოდი. ეს მარტივი გადაწყვეტილება იყო“, – განაცხადა აზარმა გამოცემა L’avenir-თან კომენტარში.
შეგახსენებთ, რომ ბელგიელმა ნახევარმცველმა 10 ოქტომბერს ოფიციალურად გამოაცხადა საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ.