ედენ აზარი – ინდივიდუალურად მხოლოდ მესის ჩამოვრჩებოდი, რონალდო არ იყო ჩემზე უკეთესი #1TVSPORT

18:11, 04.02.2024
MADRID, SPAIN - APRIL 22: Eden Hazard of Real Madrid looks on during the spanish league, La Liga Santander, football match played between Real Madrid and RC Celta de Vigo at Santiago Bernabeu stadium on April 22, 2023, in Madrid, Spain. (Photo By Oscar J. Barroso/Europa Press via Getty Images)

„ჩელსის“ და „რეალის“ ყოფილმა ნახევარმცველმა, ედენ აზარმა განაცხადა, რომ ინდივიდუალურად ფეხბურთის დონით მხოლოდ ლიონელ მესის ჩამორჩებოდა.

„რომელი ფეხბურთელები მიმაჩნდა ჩემზე უკეთესად? ინდივიდუალურად მხოლოდ მესი. მე ვტკბებოდი მისი თამაშით „ბარსელონაში“. მართალია, ბოლოსკენ – უფრო ნაკლებად, მაგრამ ის უდიადესია ისტორიაში. მისთვის შეუძლებელი იყო ბურთის ართმევა.

კრიშტიანო რონალდო უფრო სახელოვანი ფეხბურთელია, ვიდრე მე, მაგრამ თავად ფეხბურთის მხრივ, სიმართლე გითხრათ, არ მგონია, რომ ის უკეთესია. შესაძლოა, ნეიმარი იყო უკეთესი.

„რეალში“ საუკეთესო ფეხბურთელები იყვნენ შეკრებილნი. მათ შორის, კარიერაში მიღწევების მხრივ. ბენზემა და მოდრიჩი საუკეთესოები იყვნენ. ასევე იყო კროოსი. ისინი ასხივებენ ფეხბურთს“, – განაცხადა აზარმა გაზეთ L’Equipe-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

მსგავსი