ედენ აზარმა, შეიძლება, კარიერა დაასრულოს – ის კლუბს ვერ პოულობს „რეალიდან“ წასვლის შემდეგ #1TVSPORT
MADRID, SPAIN - APRIL 22: Eden Hazard of Real Madrid looks on during the spanish league, La Liga Santander, football match played between Real Madrid and RC Celta de Vigo at Santiago Bernabeu stadium on April 22, 2023, in Madrid, Spain. (Photo By Oscar J. Barroso/Europa Press via Getty Images)
ბელგიელმა ნახევარმცველმა, ედენ აზარმა, შესაძლოა, კარიერა დაასრულოს, – ამტკიცებს ესპანური გაზეთი AS-ი.
წყაროს ცნობით, 32 წლის ფეხბურთელი ვერ ახერხებს ახალი კლუბის პოვნას მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ.
აღნიშნავენ, რომ ახალი კლუბის ძიებას ართულებს აზარის მრავალრიცხოვანი ტრავმები, რის გამოც არ შედგა მისი კარიერა ესპანურ კლუბში. ასევე პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ბელგიელს არ აქვს სათამაშო პრაქტიკა.
აზარის კარიერის გაგრძელების ერთ-ერთ ვარიანტად სახელდებოდა ბელგიური „მოლენბეკი“, სადაც მისი ძმა – კილიანი თამაშობს. ასევე, ნახევარმცველის მიმართ ინტერესს გამოთქვამდა „ინტერ მაიამი“.
2022-23 წლების სეზონში ედენ აზარმა ყველა ტურნირზე 10 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.