აზარმა მოთამაშის კარიერის დასრულება გადაწყვიტა #1TVSPORT
აზარმა მოთამაშის კარიერის დასრულება გადაწყვიტა #1TVSPORT

ბელგიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ედენ აზარმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა, – ამის შესახებ წერს ვებგვერდი Get French Football News-ი.

წყაროს ცნობით, აზარს ჰქონდა შეთავაზება რამდენიმე კლუბისგან, მაგრამ ის აპირებს უახლოეს დღეებში ოფიციალურად გამოაცხადის ფეხბურთიდან წასვლის შესახებ.

32 წლის ბელგიელის ბოლო კლუბი იყო მადრიდის „რეალი“, რომელშიც 2019 წლიდან თამაშობდა. ესპანურ გუნდში მან მხოლოდ 76 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

აზარი ასევე თამაშობდა „ჩელსიში“ და „ლილში“.