მესი 17 წლის განმავლობაში TOP5 ქვეყნების ლიგებში საუკეთესო დრიბლიორია – უახლოეს მდევარს არგენტინელმა 1073 ფინტით გაასწრო #1TVSPORT

21:45, 21.10.2023
NASHVILLE, TENNESSEE - AUGUST 19: Lionel Messi #10 of Inter Miami poses with his Best Player Award and Top Scorer Award after defeating the Nashville SC to win the Leagues Cup 2023 final match between Inter Miami CF and Nashville SC at GEODIS Park on August 19, 2023 in Nashville, Tennessee. (Photo by Kevin C. Cox/Getty Images)

ბოლო 17 წლის განმავლობაში ლიონელ მესიმ 2358-ჯერ შეძლო მეტოქეების ფინტებით მოტყუება, – იტყობინება სტატისტიკური პორტალი Opta.

Opta-მ დრიბლინგებზე სტატისტიკის შეგროვება 2006-07 წლების სეზონიდან დაიწყო. ამ დროის განმავლობაში არგენტინელი ამ მაჩვენებლით საუკეთესო გახდა იმ მოთამაშეებს შორის, რომლებიც ევროპის TOP5-ის ჩემპიონატებში თამაშობენ.

მეორე ადგილზეა ედენ აზარი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ დაასრულა კარიერა. მის ანგარიშზე 1285 ფინტია. ბელგიელი 1073-ით ჩამორჩება მესის.

სამეულშია კიდევ ერთი ვეტერანი – ფრანგ ფრანკ რიბერის მთელი კარიერის განმავლობაში 1061 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა. შემდეგ მოდიან ნეიმარი და უილფრიდ ზაჰა. საუკეთესო დრიბლიორების სიაში მეექვსეა კრიშტიანო რონალდო.

მსგავსი