ოფიციალურად – ედენ აზარი „რეალიდან“ მიდის #1TVSPORT
MADRID, SPAIN – APRIL 22: Eden Hazard of Real Madrid looks on during the spanish league, La Liga Santander, football match played between Real Madrid and RC Celta de Vigo at Santiago Bernabeu stadium on April 22, 2023, in Madrid, Spain. (Photo By Oscar J. Barroso/Europa Press via Getty Images)
მადრიდის „რეალმა“ ბელგიელი შემტევის, ედენ აზარის წასვლის შესახებ გამოაცხადა. ესპანური გრანდი 32 წლის ფეხბურთელს კონტრაქტის გაწყვეტაზე მოელაპარაკა. ხელშეკრულება 2024 წლის 30 ივნისამდე იყო ძალაში.
„რეალმა“ აზარი „ჩელსიდან“ 2019 წლის ზაფხულში შეიძინა 115 მილიონ ევროდ. მადრიდულ კლუბში ბელგიელმა 76 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ოთხი სეზონის განმავლობაში ნახევარმცველმა რვა ტიტული მოიგო: ერთი ჩემპიონთა ლიგა, ერთი კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი, ერთი უეფა-ს სუპერთასი, ორი ლა ლიგა, ერთი ესპანეთის თასი და ორი ესპანეთის სუპერთასი.