ბრიტანელი მომღერალი ედ შირანი ყველაზე გაყიდვადი მომღერლების რეიტინგში ლიდერობს. ინფორმაციას ამის შესახებ HARPERS BAZAAR ავრცელებს.
შირანის მესამე სტუდიური ალბომი – Divide 2017 წლის ყველაზე გაყიდვად რელიზად აღიარეს. 36 ქვეყანაში ის მულტიპლატინის ალბომი გახდა, ხოლო ჰიტი ამავე ალბომიდან Shape of You ყველაზე გაყიდვად კომპოზიციად დასახელდა.
გასულ წელს, აღნიშნულ რეიტინგს დრეიკი ლიდერობდა, წელს კი, ალბომით -More Life, ის მეორე ადგილზეა. სამეულს ტეილორ სვიფტი ახალი ალბომით – Reputation ასრულებს.