EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.5 პროცენტზე დატოვა
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 37 ქვეყნის ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზები გამოაქვეყნა. წინა შეფასებისგან განსხვავებით, ამ ქვეყნებში ზრდის საშუალო მაჩვენებელი 2018 წლისთვის 0.3 პროცენტით გაიზარდა.
უცვლელი დარჩა პროგნოზი საქართველოსთვის. EBRD ვარაუდობს, რომ 2018 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი ქვეყანაში 4.5 პროცენტით გაიზრდება და ასეთივე ტემპი 2019 წელს შენარჩუნდება.
საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი საქართველოში 5.2 პროცენტს შეადგენს.