EBRD-ის პრეზიდენტი საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას ეხმაურება
EBRD-ის პრეზიდენტი საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას ეხმაურება

EBRD-ის პრეზიდენტი ოდილ რენო-ბასო საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან შეხვედრას ეხმაურება.

როგორც ოდილ რენო-ბასო ​სოციალურ ქსელში წერს, განიხილეს ენერგოუსაფრთხოებისა და განახლებადი წყაროების განვითარების, მცირე ბიზნესის ხელშეწყობისა და სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების მიმართულებით ევრობანკიდან მისაღები დახმარების საკითხები.

„ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ჩემი პირველი შეხვედრა საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შედგა. ბატონ ლაშა ხუციშვილთან ვისაუბრეთ ენერგოუსაფრთხოებასა და განახლებადი წყაროების განვითარებაზე, მცირე ბიზნესის ხელშეწყობისა და სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების მიმართულებით ევრობანკიდან მისაღები დახმარების შესახებ“, – წერს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი ოდილ რენო-ბასო.