თურგაანთ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
თურგაანთ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ქალაქ ყვარელში მდებარე განვითარებული შუა საუკუნეების ე.წ. თურგაანთ ეკლესიას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

დარბაზული ეკლესია სამხრივი მინაშენით, ნაგებია ნატეხი ქვით დუღაბზე. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდაა, რომელიც მხრებით იყო გამოყოფილი დარბაზისგან. ჩრდილოეთის მინაშენი ორნაწილიანია. აღმოსავლეთის მინაშენში ტაძრის ჩრდილოეთ კედელში გაჭრილი კარი გადიოდა.

ტაძრის ინტერიერი სავსეა ნაშალი მასით და დაფარულია მცენარეული საფარით. მინაშენებიდან შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთის კედლის ქვედა ფრაგმენტები და ჩრდილოეთი მინაშენის გამყოფილი კედლის ნაწილი.