ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ერთდროულად რამდენიმე ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა

ერთდროულად რამდენიმე ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. გაიჩხრიკა ამერიკული კვლევითი კომპანია „ატლანტიკური საბჭოს“ ორი ქართველი თანამშრომლის სახლები.

სისხლის სამართლის საქმე სამი მუხლით არის აღძრული – ფულის გათეთრება, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, გადასახადებისგან თავის არიდება.

ჩხრეკაზე განჩინება ჩაბარდათ ეთო ბუზიაშვილსა და სოფო გელავას, რომლებიც რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიზნით შექმნილ ორგანიზაცია „ციფრული ექსპერტიზის კვლევით ლაბორატორიაში“ მუშაობენ.

პარალელურად, გამომძიებლები შევიდნენ ვაკეში, ამერიკული კომპანია „ქონსენთრიქს ჯორჯიას“ ოფისშიც. საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ქუთაისშიც. საგამოძიებო უწყებაშია წაღებული დოკუმენტაცია და ელექტრონული მოწყობილობები. ოფიციალური ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სამი სავარაუდო ე.წ. ქოლცენტრის საქმიანობას იძიებს. განცხადებაში უწყება საკმაოდ დიდ თანხებზე მიუთითებს და ჩხრეკის საფუძვლად მოსამართლის განჩინებას ასახელებს.

მიდის თუ არა კვალი დავით კეზერაშვილთან – უკვე გაკეთდა განცხადებები დღევანდელი საგამოძიებო მოქმედებების პოლიტიკურ მოტივზე.