ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე „ბიბისის“ ფილში, რომლის თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილი სახელდება, დაზარალებულები ჰყვებიან, როგორ გამოსძალეს თანხები
ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებლის ფილში, რომელი ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე გამოქვეყნდა და რომლის თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილი სახელდება, დაზარალებულები ჰყვებიან, როგორ მოხდა მათთვის თანხების გამოძალვა.
როგორც ერთ-ერთი დაზარალებულის მეუღლე აცხადებს, მისმა ოჯახმა 340 000 ფუნტი დაკარგა.
„გვეუბნებოდნენ, ისე მოგივლით, როგორც საკუთარ დედას. ერთ-ერთი მამაკაცი გვეუბნებოდა: ფილ, იაზრებ, რომ მალე მილიონერი გახდები? გვეუბნებოდა, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ თქვენი თანხით ისარგებლოთ. ჩვენ 340 000 ფუნტი დავკარგეთ ზუსტად შვიდ დღეში“. ვიცი, რომ ამის გამო ის დამცირებულად და შერხვენილად იგრძნობდა თავს. მაგ დღეს მოვიდა და ბოდიშს მიხდიდა: ბოდიში, რა სულელი ვარ“, – აცხადებს დაზარალებულის მეუღლე.
ამასთან, ერთ-ერთი დაზარალებულის თქმით, მას უთხრეს, თუ 25 000-ს ფუნტს დადებდა, შეძლებდა მოგებაზე გასვლას.
„თანხა გავაორმაგე, მითხრეს 25 000-ს ფუნტს თუ დავდებდი, შევძლებდი დანაკარგის ამოღებას და მოგებაზე გასვლას. ვთქვი, რომ ამას აღარ გავაკეთებდი. მინდოდა დანაკარგის ამოღება გარკვეულ თანხამდე და შემდეგ განაღდება. რის შემდეგაც ორი საათის განმავლობაში სხვადასხვა ადამიანი მირეკავდა და მთხოვდა, კიდევ დამედო თანხა. სიტყვები არ მყოფნის, როცა ვიაზრებ, რომ ამ თანხას ვეღარ დავიბრუნებ. ეს საშინელებაა, გაფიქრებაზეც კი ცუდად ვხდები“, – აცხადებს დაზარალებული.
„ძალიან მრცხვენოდა იმის გამო, თუ როგორ გამასულელეს. მე ყოველთვის ძალიან ბევრი შრომით მაქვს გამომუშავებული ყველაფერი, რაც ოდესმე მქონია. თაღლითების გამო 30 000 დოლარის დაკარგვამ სრულიად გამანადგურა. ამიერიდან ვეღარავის ვენდობი“, – ჰყვება ერთ-ერთი დაზარალებული.
ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, რომლის თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილი სახელდება, ფილმი გუშინ გამოაქვეყნა. თითქმის ერთსაათიან დოკუმენტურ ფილმში თაღლითური სქემა დეტალურად არის განხილული. ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. ამასთან, ფილმში მოხვდა ერთ-ერთი სპეცოპერაციის კადრებიც, რომელიც ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით თბილისში, ე.წ. პიქსელის შენობაში ჩატარდა.
მანამდე „ბიბისიმ“ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების მასალები, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული. სტატია სათაურით „ბიზნესმენების ძებნაში, რომლებიც მილიარდდოლარიანი თაღლითობის უკან დგანან“ გუშინ გამოქვეყნდა.
„ბიბისის“ ცნობით, კიბერთაღლითების გლობალურმა ქსელმა ინვესტორები გაძარცვა. ზარალი მილიარდ დოლარს აღწევს. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, თავდაპირველად თაღლითები ტელეფონით უკავშირდებოდნენ მოქალაქეებს და შემოსავლების იოლად მიღების გზებს სთავაზობდნენ, საბოლოო ჯამში კი, მათ საკრედიტო ბარათების მონაცემებს ართმევდნენ და ძარცვავდნენ. „ბიბისის“ ცნობით, თაღლითურ სქემაში ფიგურირებს 152 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა „სოლო ქეფითალსი“. როგორც „ბიბისი“ წერს, თაღლითების საერთაშორისო ქსელის გაშიფვრაზე ჟურნალისტები ერთი წელი მუშაობდნენ. მათივე ინფორმაციით, ეს ქსელი პოლიციისთვის ცნობილია „მილტონის ჯგუფის“ სახელწოდებით.