ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული კიდევ ორი პირი გამოჯანმრთელდა. ისინი თბილისისა და ქუთაისის კლინიკებში მკურნალობდნენ.
ჯამში კორონავირუსი ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებულ 36 პირს დაუდასტურდა.
ბათუმის კლინიკაში გამოჯანმრთელებულ 40 პირთან ერთად სულ აჭარაში დადასტურებული შემთხვევებიდან 42-მა პირმა დაამარცხა კორონავირუსი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 626 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 297 პაციენტი.