ე.წ. მოდულის შენობასთან მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
ე.წ. მოდულის შენობასთან, ახალგაზრდული მოძრაობის „ნუ მომკლავ“ ორგანიზებით, მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ისინი მოითხოვენ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმის სრულყოფილ გამოძიებას, დამნაშავე პირების დასჯას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადაყენებას.
მათივე თქმით, დღეს სუს-ის შენობასთან გამართული საპროტესტო აქცია პანკისში მიმდინარე პროტესტის სოლიდარობის გამომხატველი იყო.