ე.წ. მატროსოვის ციხის ლიკვიდაციის დაწყების გამო, იქ მყოფი პატიმრები რუსთავში გადაიყვანეს
ე.წ. მატროსოვის ციხის ლიკვიდაციის დაწყების გამო, იქ მყოფი პატიმრები რუსთავში გადაიყვანეს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ე.წ. მატროსოვის ციხის ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო. მათივე ცნობით, ვინაიდან დაწესებულების შენობა არის მოძველებული, N9 პენიტენციური დაწესებულება გადავიდა რუსთავში, N12 და N16 პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე, ერთ-ერთ კორპუსში.

როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, პირველი მაისიდან, ლიკვიდირებული N9 დაწესებულება N12 დაწესებულებას შეურთდება.

„საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 27 მარტის N509 ბრძანებით დაიწყო N9 (ე.წ. მატროსოვის) პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციის პროცესი. ვინაიდან დაწესებულების შენობა არის მოძველებული, N9 პენიტენციური დაწესებულება (დაწესებულებაში მყოფი ყველა ბრალდებულ/მსჯავრდებული) გადავიდა ქალაქ რუსთავში, N12 და N16 პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე, ერთ-ერთ კორპუსში, რომელსაც, ამ მიზნით, 2019 წლის შემოდგომიდან რეაბილიტაცია ჩაუტარდა, არის კეთილმოწყობილი, უსაფრთხო და სრულად შეესაბამება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს.

პირველი მაისიდან, ლიკვიდირებული N9 დაწესებულება N12 დაწესებულებას შეურთდება“,- აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.