ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, მინდია ლავასოღლის მხარდამჭერი აქციის ოთხმა მონაწილემ პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა
აჭარის პროკურატურასთან ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრებისა და ახლობლების საპროტესტო აქცია განახლდა. მოშიმშილე 15 პირიდან, რომლებიც მესამე დღეა, აჭარის პროკურატურის შენობის წინ კარვებში იმყოფებიან, ოთხმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.
აქციის მონაწილეები მინდია ლავასოღლის თურქეთიდან საქართველოში ან მესამე ქვეყანაში ექსტრადიციას ითხოვენ.
„იუსტიციის სამინისტრომ ზოგადი პასუხი მოგვწერა, რომ ექსტრადიცია არა მათი, არამედ გენერალური პროკურატურის პრეროგატივაა. მე კითხვას ვსვამ, ვის დაქვემდებარებაშია პროკურატურა. ეს ხალხი არ დაიშლება, ვიდრე არ გვექნება კონკრეტული პასუხი, მოხდება თუ არა ექსტრადიცია“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, თამაზ ბაკურიძემ.