ე.წ. კარვების ქალაქში, სადაც სააკაშვილი იმყოფება, ცოტა ხნის წინ სიტუაცია დაიძაბა
კიევში, უკრაინის რადასთან, ე.წ. კარვების ქალაქში, სადაც დესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, ცოტა ხნის წინ სიტუაცია დაიძაბა.
როგორც პირველი არხის კორესპონდენტი კიევიდან იტყობინება, სამართალდამცველებს ცრემლსადენი აირის გაშვება მოუხდათ.
მათ აქციის მონაწილეებმა სხვადასხვა ნივთები, მათ შორის, საბურავები დაუშინეს. ინციდენტი მალევე ამოიწურა.
მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთ კარავში იმყოფება და საკუთარ მხარდამჭერებს მოუწოდებს, ბრძოლა არ შეწყვიტონ.
საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევში დააკავეს, თუმცა მოგვიანებით, მხარდამჭერებმა სპეცდანიშნულების რაზმის მანქანიდან მისი გამოყვანა მოახერხეს.
მიხეილ სააკაშვილი საკუთარი გეგმების შესახებ უკრაინის რადასთან, მოედანზე გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრებს. როგორც უკრაინული მედია იუწყება, პრესკონფერენცია 6 დეკემბერს, დილის 9:00 საათზეა დაანონსებული.