ე.წ. კანონიერი ქურდისთვის მიმართვა დასჯადი ხდება 
ე.წ. კანონიერი ქურდისთვის მიმართვა დასჯადი ხდება 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ინიციატივის თანახმად, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან მიმართებაში დასჯადი პირების წრე ფართოვდება.

ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, საკანონმდებლო ცვლილებები ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერას, ქურდული შეკრების ორგანიზებას და ქურდული სამყაროს წევრისთვის, ასევე კანონიერი ქურდისთვის მიმართვას დანაშაულად აცხადებს, ასევე ამკაცრებს სასჯელს ქურდული სამყაროს წევრობასა და კანონიერი ქურდობისთვის. 

“შსს განაგრძობს ინტენსიურ ღონისძიებებს ქურდული სამყაროს წინააღმდეგ. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი საკანონდებლო ცვლილებები იგეგმება, რის შესახებაც გვსურს, რომ საზოგადოებას ვაცნობოთ. შსს-მ უკვე მოამზადა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებების წრეს აფართოებს. კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილებები ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერას, ქურდული შეკრების ორგანიზებას და ქურდული სამყაროს წევრისთვის, ასევე კანონიერი ქურდისთვის მიმართვას დანაშაულად აცხადებს, ასევე ამკაცრებს სასჯელს ქურდული სამყაროს წევრობასა და კანონიერი ქურდობისთვის. აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი უახლოეს დღეებში იქნება წარდგენილი შესაბამის უწყებებში”, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.