ე.წ. ელიავას ბაზრობაზე კორონავირუსზე კვლევები მიმდინარეობს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგები დღეიდან ე.წ. ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე მუშაობენ.
საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ადმინისტრაციის შენობაში ეპიდემიოლოგებისთვის ორი ოთახია გამოყოფილი, სადაც ბაზრობაზე დასაქმებული პირებისთვის ახალ კორონავირუსზე ნიმუშების აღება მოხდება.
დღის განმავლობაში დაგეგმილია 500-მდე ნიმუშის აღება, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება და „პისიარ“ ტექნოლოგიით შემოწმდება.