ე.წ. დაუმორჩილებლობის აქციაზე ორი პირი დააკავეს
„ქართული ოცნების“ ოფისთან ე.წ. დაუმორჩილებლობის აქცია მიმდინარეობს. აქციას „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრები მართავენ.
აქციის მსვლელობისას პარკინგის ტერიტორიაზე მონაწილეები წარწერებს აკეთებდნენ, რა დროსაც ვითარება დაიძაბა. როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, აქციაზე პოლიციამ ორი პირი დააკავა. ამასთან, დაკავებისას ერთი პირი შეუძლოდ გახდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორივე პირი დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ მმართველობას, გადაადგილებაზე შეზღუდვას, ასევე შს მინისტრის გადაყენებას ითხოვენ. ამ დროისთვის აქტივისტები „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო შენობამდე მსვლელობას მართავენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორივე პირი დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით.