ძველ თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარი ლიკვიდირებულია
ძველ თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარი ლიკვიდირებულია

ძველ თბილისში, გერცელ ბააზოვის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარი ლიკვიდირებულია.

ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ხანძარი გავრცელებული იყო ორსართულიანი იტალიური ტიპის საცხოვრებელ სახლზე.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში, ადგილზე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველი მორეაგირე ჯგუფები.

„პარალელურად, დაიწყო დამატებითი ცოცხალი ძალის და ტექნიკის მობილიზება. ბააზოვის ქუჩაზე სულ გამოცხადდა 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და დაიწყო ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები. არსებობდა ცეცხლის მიმდებარე შენობა-ნაგებობებზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება. ამ დროისთვის კი, ხანძარი უკვე სრულად ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად ერთმა მოქალაქემ მიიღო ხელის მსუბუქი დამწვრობა. ბააზოვის ქუჩაზე იმყოფებოდა და ხანძრის ქრობის პროცესს ხელმძღვანელობდა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.