ძლიერმა წვიმამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა
ძლიერმა წვიმამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

ძლიერმა წვიმამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.

ადიდებული მდინარე ენგური კალაპოტიდან გადმოვიდა და ანაკლიის ცენტრში რამდენიმე ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთები და შიდა გზები დატბორა. დილიდან ანაკლიაში, მდინარე ენგურის ზღვის შესართავთან კალაპოტის გაფართოება მიმდინარეობს, თუმცა პრობლემას ადიდებულ მდინარესთან ერთად ზღვაზე არსებული შტორმიც ქმნის.

ძლიერმა წვიმამ და წყალმოვარდნებმა პრობლემები შექმნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ჭითაწყარი, ცაიში, ცაცხვის და ჭკადუაში, სადაც წყალმა შიდა გზები ჩამორეცხა და ზოგგან საკარმიდამო ეზოები დაიტბორა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მძიმე ტექნიკა სტიქიის ზონებში გაწმენდით სამუშაოებს დილიდან ახორციელებს და შესაბამისი სამსახურები ადგილზე იმყოფებიან.

ზუგდიდის გარდა, წვიმამ პრობლემები შექმნა მესტიის, ხობისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში. ყველა პრობლემურ ადგილზე მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. მუნიციპალიტეტებში ზარალის დამთვლელი კომისიები მუშაობენ.