ხარაგაულში გვიან ღამით ძლიერი წვიმის შედეგად სოფელი ზვარე დაზარალდა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პარალიზებულია სოფლის სამი საუბნო გზა. ჩაწყვეტილია ბონდის ხიდი. დაზარალებულია ერთი ოჯახი, რომელსაც მოვარდნილმა ზვარულამ შინაური ცხოველებისა და ფრინველების სადგომები გაუნადგურა. დაიშლამა და ჩაიკეტა გზა ე.წ. ზვარის ხიდებთან.
როგორც ხარაგაულის მერიაში აცხადებენ, სტიქიის შედეგად, შედარებით მსუბუქად დაზიანდა მოლითის ადმინისტრაციული ერთეული, სადაც სოფელ ანიულას ბონდის ხიდია ჩაწყვეტილი.
ადიდებულმა ჩხერიმელამ ასევე, მწყობრიდან გამოიყვანა დიდვაკის ქარხნის უბანში გადამავალი საავტომობილო ხიდი.
„მთელი ღამის განმავლობაში სტიქიის ზონაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე სტიქიის ზონაში მოსახლეობას შეხვდა. შესაბამისმა კომისიამ დილიდან დაიწყო ზარალის დათვლა“, – აცხადებენ ხარაგაულის მერიაში.
მათივე ცნობით, ზვარეში გზების აღდგენის მიზნით ტექნიკა დილიდანვე დაიწყებს მუშაობას.
ფოტომასალას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.