ძლიერი წვიმა და სეტყვა იყო დაბა ასპინძაში. ადგილობრივების ინფორმაციით, უხვი ნალექი და სეტყვა რამდენიმე წუთს გაგრძელდა.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, განსაკუთრებით დაზიანდა ასპინძის ერთ-ერთი უბანი. დასეტყვილია ხეხილის ბაღები და ბოსტნები. ადგილობრივები ამბობენ, რომ სეტყვამ მოსავლის დიდი ნაწილი გაუნადგურათ.
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის, როსტომ მარაქველიძის თქმით, ზარალს სპეციალური კომისია სწავლობს, თუმცა ამ დროისთვის წყალმოვარდნები, დატბორვა ან საცხოვრებელი სახლების დაზიანება არ ფიქსირდება.