ძლიერმა წვიმამ და ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ და ქარმა მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა.
სტიქიამ მოსახლეობას, საცხოვრებელ სახლებთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაუზიანა.
დაზიანებულია ელექტროსადენები და საყრდენი ბოძები, მოგლეჯილია ხეები, რამაც საავტომობილო გზის ჩახერგვა გამოიწვია.
სტიქიის ზონაში იმყოფება მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი და მერიის შესაბამისი სამსახურები, მობილიზებულია მუნიციპალიტეტის სპეცტექნიკა და სამაშველო სამსახური.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ოპერატიულად მიმდინარეობს მოსახლეობის დახმარება, დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები. აღდგენილია სატრანსპორტო მიმოსვლა.
ხვალ დილიდან მერიის მუდმივმოქმედი კომისია ზარალის შესწავლას დაიწყებს.