ძლიერმა ქარმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯასა და დაბა ლაითურში პრობლემები შექმნა. სტიქიამ რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა.
მერიის ინფორმაციით, დაზიანებულია გაზის მილებიც.
„ოზურგეთის მერი და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები სტიქიის ადგილზე იმყოფებიან და ვითარებას სწავლობენ”,- აცხადებენ ოზურგეთის მერიის პრესსამსახურში.
სტიქიამ ოზურგეთის რაიონის სოფელი ნაგომარიც დააზარალა. ძლიერმა ქარმა ადმინისტრაციულ შენობას სახურავი გადახადა. პრობლემები შეექმნა რამდენიმე კერძო სახლს. მოთხრილია ხეები, წაქცეულია ელექტრო ბოძები.
ზარალის ოდენობა ჯერ უცნობია.