ძლიერმა ქარმა ხულოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში საცხოვრებელი სახლები დააზიანა
ძლიერმა ქარმა ხულოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში საცხოვრებელი სახლები დააზიანა

ძლიერმა ქარმა ხულოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში საცხოვრებელი სახლები დააზიანა.

ხულოს მერიის ინფორმაციით, ქარმა ათამდე საცხოვრებელს სახურავი გადახადა.

„სტიქიისგან მიყენებულ ზარალს შესაბამისი კომისია შეისწავლის, ზარალის დადგენის შემდეგ გახდება ცნობილი, რა სახის დახმარება გაეწევა დაზარალებულ მოსახლეობას“, – აცხადებს ხულოს მერი ვახტანგ ბერიძე.

სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.