ძლიერი წვიმის გამო თბილისის რამდენიმე უბანში ქუჩები დაიტბორა [ვიდეო]
23:20, 11.06.2018
ძლიერი წვიმის გამო, თბილისის რამდენიმე უბანში ქუჩები დაიტბორა.
დატბორილია გლდანში ხიზანიშვილის ქუჩა, მეტროსადგურ „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორია და მიმდებარე ქუჩები.
ქუჩები ასევე დაიტბორა სანზონასა და დიდ დიღომში. ძლიერი წვიმაა საბურთალოზეც.
როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, დატბორილია ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორია, სადაც წყალი დაახლოებით 30 სანტიმეტრზეა და მიმდინარეობს ამოტუმბვითი სამუშაოები. ასევე, დატბორილია გლდანის ერთი კორპუსის სარდაფია, სადაც ასევე ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს.